ინანეიშვილმა 23-წლამდელთა ევროპირველობაზე ბრინჯაო მოიპოვა - საქართველომ ტურნირი სამი მედლით დაასრულა #1TVSPORT
ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში საქართველოს ნაკრების წევრმა საბა ინანეიშვილმა (+100) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩვენმა ნაკრებმა კი ტურნირი ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. საქართველოს გუნდი მამაკაცთა საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა.
ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ ილია სულამანიძე (+100კგ) და ნიკა ხარაზიშვილი (+90). ორივემ მთელი ტურნირის განმავლობაში ბრწყინვალედ იასპარეზა. ხვალ სარაევოში ჩვენი ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მიიღებს მონაწილეობას.