ინანეიშვილმა 23-წლამდელთა ევროპირველობაზე ბრინჯაო მოიპოვა – საქართველომ ტურნირი სამი მედლით დაასრულა #1TVSPORT

20:16, 29.10.2022

ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში საქართველოს ნაკრების წევრმა საბა ინანეიშვილმა (+100) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩვენმა ნაკრებმა კი ტურნირი ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. საქართველოს გუნდი მამაკაცთა საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა.

ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ ილია სულამანიძე (+100კგ) და ნიკა ხარაზიშვილი (+90). ორივემ მთელი ტურნირის განმავლობაში ბრწყინვალედ იასპარეზა. ხვალ სარაევოში ჩვენი ნაკრები გუნდურ ასპარეზობაში მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი