ინანეიშვილი პორტუგალიის გრან პრის ნახევარფინალშია, სულამანიძე და ბაზიერიშვილი მეოთხედფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები პორტუგალიის გრან პრიზე ასპარეზობას განაგრძობს. დღეს ტურნირზე მედლების მოსაპოვებლად ექვსი ქართველი უკვე გამოვიდა. წარმატებულად ილია სულამანიძე, ერეკლე ბაზიერიშვილი (ორივე – 100 კგ) და მძიმეწონოსანი საბა ინანეიშვილი ჭიდაობენ.

ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა ხარაზიშვილი (ორივე 90 კგ) და ლევან მატიაშვილი (+100კგ) ტურნირს პირველივე წრეში გამოთიშნენ.

საბა ინანეიშვილმა მეოთხედფინალში მონღოლი ძიუდოისტი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ბრაზილიელ რაფაელ სილვას შეხვდება. ილია სულამანიძემ ავსტრიელ ბოჰლერს მარტივად სძლია და მეოთხედფინალში უკრაინელ სავიტსკის დაუპირისპირდება, ახალგაზრდა ერეკლე ბაზიერიშვილმა კი ძლიერ ნიდერლანდელ ძიუდოისტს კატარინას მოუგო და ნახევარდინალში გასასვლელად იაპონელ არაისთან იჭიდავებს.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი ტურნირზე ჯერჯერობით უმედლოდაა.

პორტუგალიის გრან პრიზე წინასწარი შეხვედრები მიმდინარეობს, ფინალური ბლოკი კი 21:00-ზე დაიწყება.