იმუნიზაციის მარათონის ფარგლებში, გარდაბანში მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს
იმუნიზაციის მარათონის ფარგლებში, გარდაბანში მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს

იმუნიზაციის მარათონის ფარგლებში, მობილური ჯგუფები მთელი ქვეყნის მაშტაბით 49 სოფელში ჩავიდნენ და ადგილზე მოსახლეობის ვაქცინაციას ახდენენ.

ვაქცინაციის პუნქტები გარდაბანში ორ სოფელში, ნორიოსა და მარტყოფში განთავსდა.

დღეს ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო გარდაბნის ახლადარჩეული მერი დავით კარგარეთელიც.

პარალელურად ვაქცინაცია მიმდინარეობს მუნიციპალურ ცენტრებშიც.

მობილური ჯგუფები იმდენ ხანს დარჩებიან ადგილზე, რამდენ ხანსაც ამის მოთხოვნა იქნება.