იმპერატორ ნერონის სასახლეში საიდუმლო ოთახი აღმოაჩინეს
იმპერატორ ნერონის სასახლეში საიდუმლო ოთახი აღმოაჩინეს

რომში, იმპერატორ ნერონის სასახლის აღდგენითი სამუშაოებისას, სრულიად შემთხვევით, არქეოლოგებმა მიწისქვეშა ოთახი აღმოაჩინეს, რომელიც ცხოველების ფერად-ფერადი გამოსახულებებით არის მოხატული. მათ შორის არის პანტერას, კენტავრისა და სფინქსის გამოსახულებები.

ნერონის სასახლე „ოქროს სახლი“ კოლიზეუმის არქეოლოგიური პარკის ზონაში მდებარეობს. ძეგლის ხელმძღვანელის, ალფონსინა რუსოს განცხადებით, აღმოჩენა განსაკუთრებული და ამაღელვებელია.

მისი თქმით, კედლის ნახატებიდან გამომდინარე, რესტავრატორთა ჯგუფმა ოთახს „სფინქსის ოთახი“ უწოდა.

როგორც რუსო იხსენებს, ერთ-ერთ მომიჯნავე ოთახთან მან და მისმა კოლეგებმა პატარა ჭუჭრუტანა შენიშნეს. ხელოვნური შუქის მინათებისას, სარდაფში მათ წინაშე გადაიშალა მთლიანად ფრესკებით შემკული დამატებითი ოთახი.

ნერონის უზარმაზარი სასახლე თითქმის 2000 წლის წინ ააშენეს, როდესაც ხანძრის შემდეგ, ახ. წ. 64 წელს იმპერატორმა მშენებლობის ბრძანება გასცა. სტიქიამ მაშინ რომის დიდი ნაწილი გაანადგურა.

აღმოჩენის შემდეგ, რუსომ და მისმა ჯგუფმა ოთახში სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო.

ოთახის დიდი ნაწილი მიწით არის ამოვსებული და ჯგუფი შიშობს, რომ მუდამ ასე დარჩება, რადგან ნებისმიერმა დამატებითმა სამუშაომ შესაძლოა, მთლიანი სასახლის სტაბილურობა დაარღვიოს.

გარდა ცხოველებისა, ფრესკებზე იმ დროის არქიტექტურულ მოტივებზე დაყრდნობით ასევე გამოსახულია ყვავილები, ფოთლები და სხვადასხვა ხილი.

მომზადებულია The Independent-ის მიხედვით.