იმოგზაურეთ მზის სისტემაში Google Maps-ის საშუალებით
იმოგზაურეთ მზის სისტემაში Google Maps-ის საშუალებით

კოსმოსში წასვლა ყველას არ შეგვიძლია, მაგრამ Google Maps-ის წყალობით, ახლა უკვე შეგვიძლია მზის სისტემაში ვიმოგზაუროთ. 

ინტერნეტ-გიგანტის რუკების სერვისმა თვისი რუკები ახლომდებარე ციურ სხეულებზეც განავრცო — დაამატა სამი ახალი პლანეტისა და მრავალი მთვარის რუკები. ეს ყველაფერი იმაზე გაცილებით საოცარია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

წარსულში, ეს სერვისი მოიცავდა მხოლოდ დედამიწას, მარსს, მთვარეს და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს; იყენებდა NOAA-ს, ESO-ს, JAXA-ს და NASA-ს მიერ შეგროვილ მონაცემებს, საერთაშორისო კოსოსური სადგურის შემთხვევაში კი ასტრონავტ ტომას პესკეს მონაცემებს.

ამჯერად, NASA-ს მონაცემების წყალობით, სერვისს დაემატა ვენერამერკურიპლუტონი და მთვარეები — ცერერაიოევროპაგანიმედემიმასიენცელადიდიონა, რეა, ტიტანი და იაფეტი.

იმის გამო, რომ არ გვაქვს ზედაპირის დონის ფოტოები, ვერ შესძლებთ ამ პლანეტების ახლო ხედების ნახვას, მაგრამ შეგიძლიათ ისინი გარშემო ატრიალოთ, ამოადიდოთ — თქვენ წინაშეა ლამაზი, ვირტუალური გლობუსი.

„დაზვერეთ ენცელადის ყინულოვანი ვაკეები, სადაც ხომალდმა „კასინიმ“ მთვარის ყინულის ქერქის ქვეშ წყალი აღმოაჩინა, რომელშიც შესაძლოა სიცოცხლეც იყოს“, — წერს ბლოგ-პოსტში Google Street View-ს პროექტის მენეჯერი სტეფორდ მარკარდტი.

„ჩაიხედეთ ტიტანის სქელ ღრუბლებს მიღმა და იხილეთ მეთანის ტბები. თვალი შეავლეთ მიმასის მასიურ კრატერებს“.

ფოტომონაცემები NASA-სა და ESA-ს რამდენიმე მისიის შეგროვილია, მათ შორის კასინის, რომელმაც მრავალი ინფორმაცია და ფოტო მოგვაწოდა სატურნისა და მისი მთვარეების შესახებ. პლუტონის მონაცემები აღებულია ხომალდ New Horizons-ისგან, შესაბამისად, უმეტესობა ბუნდოვანია, თუმცა ზოგიერთი მათგანის დეტალიზაცია მაინც გასაოცარია.

2011-2015 წლებში მერკური დეტალურად შეისწავლა ხომალდმა Messenger-მა, ვენერას მონაცემები კი Google-ს რუკების კომპანია Orion Map Data-მ და AfriGIS-მა მიაწოდა.

რუკებზე ზოგიერთი მონაცემი ასტრონომიულ მხატვარ ბიორნ ჯონსონს ეკუთვნის.

სამწუხაროდ, რუკებს რამდენიმე პლანეტა აკლია. მიუხედავად კასინის მიერ შეგროვილი უზარმაზარი ინფორმაციისა, გამოტოვებულია რგოლებიანი პლანეტა სატურნი. NASA-ს ხომალდი „ჯუნო“ მოძრაობს იუპიტერის გარშერმო, შესაბამისად, ერთ მშვენიერ დღესაც, შესაძლოა სერვიის ეს ორი გაზის გიგანტიც დაემატოს.

ჯერჯერობით ხომალდები არ გვყავს ჩვენს ყინულის გიგანტებთან — ნეპტუნთან და ურანთან, თუმცა NASA მისიებს მათკენაც გეგმავს. იმის გამო, რომ მზის სისტემის ამ მისადგომებთან მისვლას წლები სჭირდება, იმედი არ გქონდეთ, რომ ამ პლანეტათა რუკები Google-ის სერვისს სულ მცირე უახლოეს ათ წელში ჩაემატება.

ამასობაში, სანახავი ნამდვილად ბევრი გაქვთ. შეგიძლიათ ახლავე ჩაუჯდეთ,  Google Maps-ის საიტზე.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით