იმერეთში წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის უკანონო ჭრის ფაქტი გამოვლინდა
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოსლევის სატყეო უბანზე წითელი ნუსხით დაცული წაბლის სახეობის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.
ადგილობრივმა სამართალდამღრვევმა ოთხი კუბური მეტრი პირველი ხარისხის სამასალე მერქანი უკანონოდ მოიპოვა.
მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზაინის დაანგარიშება.
„გამომდინარე იქიდან, რომ საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყენაში, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი შემდგომი განკარგვის მიზნით გადატანილია ზესტაფონის საქმიან ეზოში“, – ნათქვმია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.