იმერეთში, სპეცოპერაციის ფარგლებში, რამდენიმე პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, შსს-ს თანამშრომლების მიერ დაკავებულ შვიდ პირს ქურდული სამყაროს წევრობას ედავებიან.
არსებული ცნობით, საქმე ეხება წყტალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთთან მდებარე საბითუმო ბაზარს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ნიკეას საბითუმო ბაზარში დასაქმებულებს ალტერნატიულ ბაზარში გადასვლას აიძულებდნენ.