იმერეთში სასაფლაოების შესასვლელებს შსს-ს წარმომადგენლები აკონტროლებენ
იმერეთში სასაფლაოების შესასვლელებს შსს-ს წარმომადგენლები აკონტროლებენ

იმერეთში სასაფლაოების შესასვლელებს შსს-ს წარმომადგენლები აკონტროლებენ.

ამასთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დილიდან სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სასაფლაოებზე მონიტორინგს პირადად ახორციელებს.

როგორც ზვიად შალამბერიძემ აღნიშნა, სააღდგომო ლიტურგიამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და მოსახლეობა შეზღუდვებს გაგებით ეკიდება.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მერები და მერიის წარმომადგენლები სოფლებში სასაფალოებზე მონიტორინგს დღესაც და ხვალაც გაააგრძელებენ, რომ საფლავებზე მოქალაქეების გასვლა არ დაფიქსირდეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით, სასაფლაოებზე შეზღუდვებია დაწესებული.