იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, იოსებ ხახალეიშვილმა თანამდებობა დატოვა
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, იოსებ ხახალეიშვილმა თანამდებობა დატოვა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, იოსებ ხახალეიშვილმა თანამდებობა დატოვა.

ხახალეიშვილი აღნიშნულ პოზიციაზე შვიდი წლის განმავლობაში მუშაობდა. მის საკურატორო სფეროს საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო პროექტები წარმოადგენდა.

ხახალეიშვილმა თანამშრომლობისთვის გუნდს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისი მუშაობის შედეგად, იმერეთის რეგიონში ცხრა საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი ხორციელდება, ხოლო 2021 წელს ქუთაისი მასშტაბურ ღონისძიებას – ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმს უმასპინძლებს.

იოსებ ხახალეიშვილი „ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატია. მისი განცხადებით, მიღებული გამოცდილება მას მერის პოზიციაზე დაეხმარება, რათა ქუთაისი გაცილებით ცნობადი ქალაქი გახდეს.