იმერეთში, საკარანტინო ზონაში იზოლაციის წესების დარღვევისთვის სამი პირი დაჯარიმდა
იმერეთში, საკარანტინო ზონაში იზოლაციის წესების დარღვევისთვის სამი პირი დაჯარიმდა

იმერეთის ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში იზოლაციის დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა და სამი პირი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განაცხადა.

გოჩა გიორგიძის თქმით, ადგილზე მყოფი მედპერსონალისა და სამართალდამცველების დახმარებით, ინციდენტი დროულად ამოიწურა.

იმერეთის მასშტაბით კარანტინში 448 ადამიანია მოთავსებული. აქედან საჩხერეში – 59, საირმეში – 210, წყალტუბოს ორ სასტუმროში კი – 179. თვითიზოლაციაშია 339 პირი. დღეს 64 ადამიანს ამოეწურა საინკუპაციო პერიოდი და ​თვითიზოლაციიდან მოიხსნა.

იმერეთში 17 მოქალაქის ანალიზის პასუხს ელოდებიან ლაბორატორიიდან. მათ შორის არიან მოქალაქეები როგორც თვითიზოლაციიდან, ასევე საკარანტინო სივრციდან და სხვადასხვა შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირები.