იმერეთში „მოწამეთობა" აღინიშნება
იმერეთში „მოწამეთობა" აღინიშნება

დღეს „მოწამეთობა” აღინიშნება. მართლმადიდებელი მრევლი ქართველი წმინდანების – დავითისა და კონსტანტინეს ხსენების დღეს ქუთაისში განსაკუთრებით აღნიშნავს.

ტაძარში ტრადიციულად საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება. ამ დღის აღსანიშნავად, მორწმუნეები იმერეთში საქართველოს სხვა კუთხიდანაც ჩადიან.

გადმოცემის თანახმად, მოწამეთას ტაძარი სწორედ იმ ადგილზეა აგებული, სადაც არგვეთის მთავრები – დავითი და კონსტანტინე მურვან ყრუს შემოსევის დროს აწამეს. დღესასწაული, ტრადიციულად, 15 ოქტომბერს აღინიშნება.

მოწამეთას ტაძარში ამ წუთებში წირვას მეუფე იოანე აღავლენს. წირვას მრევლთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებიან.