იმერეთში მე-17 დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა
იმერეთში მე-17 დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

იმერეთის რეგიონში უკვე მე-17 დღეა, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

როგორც საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა, ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 44 პაციენტის ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია.

ანალიზებს შორის იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების
ბიოლოგიური ნიმუშები იყო.

იმერეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში ამ დროისთვის 200 მოქალაქე იმყოფება.