იმერეთში კორონავირუსზე 998 პირის ტესტის პასუხს ელოდებიან
იმერეთში კორონავირუსზე 998 პირის ტესტის პასუხს ელოდებიან

ქუთაისში ინფიცირებულების რაოდენობა დღის განმავლობაში არ გაზრდილა, – ამის შესახებ საქართველოს არხს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, 998 ბიოლოგიური ნიმუშია გადაგზავნილი ლაბორატორიაში, მათგან 300-ზე მეტი ტესტი საველე კარავში გაკეთდა.

მათზე პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.