იმერეთში კორონავირუსზე 232 მოქალაქე გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია
იმერეთში კორონავირუსზე 232 მოქალაქე გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია

იმერეთის რეგიონში უკვე მეხუთე დღეა, ახალი კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი არ დაფიქსირებულა. ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 232 პაციენტის ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი არის უარყოფითი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

ანალიზებს შორის იმერეთის რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებების პაციენტების, სამედიცინო პერსონალისა და საკარანტინო სივრცეებიდან დღეს და ხვალ გამსვლელ პირთა ბიოლოგიური ნიმუშებია.
გიორგიძის ინფორმაციით, იმერეთის რეგიონში არსებული საკარანტინო სივრცეებიდან 34 პირი გავიდა. ამ დროისთვის კარანტინში 351 მოქალაქე იმყოფება.

არც ერთი პირი არ არის ამ დროისთვის საჩხერესა და წყალტუბოში არსებულ მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში.