იმერეთში კორონავირუსის შემთხვევები არ გაზრდილა – გამოკვლეული 71 პაციენტიდან, ვირუსი არც ერთს დაუდასტურდა

10:18, 16.04.2020

იმერეთში დღეს კოვიდ 19-ის შემთხვევები არ გაზრდილა.

ქუთაისის ლაბორატორიაში გუშინ 71 საეჭვო პაციენტის ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია.

როგორც დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, გამოკვლეულ ანალიზებს შორის იყო ნიმუშები თერჯოლის, ფარცხანაყანებისა და ჭიათურის კლასტერებიდან, ასევე წყალტუბოს საკარანტინო ზონებიდან, თუმცა ტესტმა ყველა შემთხვევაში უარყოფითი პასუხი აჩვენა.

მსგავსი