იმერეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
იმერეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, საშუალო ასაკის მამაკაცი, რომელსაც „კოვიდ-19“ დაუდასტურდა ქუთაისში ცხოვრობს. ინფიცირებული სამსახურეობრივი მივლინებით აჭარაში იმყოფებოდა.

ამ ეტაპზე, ინფიცირებულის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს. კონტაქტების ნაწილს ანალიზი უკვე გაუკეთეს და პასუხები უარყოფითია. მეორე ინფიცირებულს ვირუსი წყალტუბოს საკარანტინო ზონაში დაუდასტურდა, მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს.