იმერეთში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
იმერეთში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში „კოვიდ-19“-ის 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, სიტუაცია არ არის საგანგაშო, თუმცა საყურადღებოა.

კოვიდსასტუმროების აღჭურვა ქუთაისსა და იმერეთში უკვე დაწყებულია. გუბერნატორის თქმით, ამ ეტაპზე რამე შეზღუდვა არ იგეგმება.

19 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 409 ადამიანი.