იმერეთში კორონავირუსის 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
იმერეთში კორონავირუსის 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთში „კოვიდ-19“-ის 150 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განუცხადა. გუბერნატორის ინფორმაციით, 101 შემთხვევა ქუთაისიდან არის.

„ახალი შემთხვევები აქამდე არსებული ინფიცირებულების კონტაქტები არიან. რეგიონში სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ და ზომების გამკაცრება არ იგეგმება“, – განაცხადა შალამბერიძემ.

გუბერნატორის ინფორმაციით, ამ დროისთვის იმერეთის რეგიონში მკურნალობის კურსს 450 კოვიდინფიცირებული გადის. 150 უსიმპტომო პაციენტი სასტუმროშია გადაყვანილი, 1 100 პირი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.