იმერეთში გამოვლენილი 22 შემთხვევიდან, 11-ის ინფიცირების წყარო უცნობია

11:43, 24.09.2020

გასული 24 საათის განმავლობაში, ქუთაისის ლაბორატორიაში 1 303 ბიოლოგიური ნიმუში გამოკვლიეს, მათგან ვირუსი 22 პირს დაუდასტურდა.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ახალი შემთხვევები ე.წ. ოქროს ბირჟის და მაღაზიის კლასტერებს უკავშირდება.

ზვიად შალამბერიძის თქმით, 11 შემთხვევის წყარო უცნობია. მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.

მსგავსი