იმერეთში დღეიდან „ფაიზერით“ ვაქცინაცია დაიწყო
იმერეთის რეგიონში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით, „ფაიზერით“ აცრა დღეიდან დაიწყო.
ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში დღეს 84 ადამიანი აიცრება.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის ელექტრონულ სისტემაში რეგიონის მასშტაბით 1 344 პირია დარეგისტრირებული.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის, გოჩა გიორგიძის შეფასებით, საწყისი ეტაპისთვის ეს ნორმალური აქტივობაა. მისი თქმით, პარალელურად რეგიონში „ასტრაზენეკათი“ აცრის პროცესი მიმდინარეობს. გიორგაძის თქმით, ამ დროისთვის 350-მდე პირია აცრილი.
იმერეთში „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის ერთი, ხოლო „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისთვის ორი პუნქტია გახსნილი.