იმერეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
იმერეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

იმერეთში „კოვიდ-19”-ის 98 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.

გუბერნატორის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების ნაწილი აქამდე არსებულ ინფიცირებულებთან კონტაქტები არიან. თუმცა არის ახალი კლასტერი, რომელიც ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე ოქროს ბირჟას უკავშირდება. გუბერნატორის ინფორმაციით, ბირჟის თანამშრომელთა 70% ინფიცირებულია.

„კოვიდ-19“-ის ერთეული შემთხვევები ქუთაისის გარდა იმერეთის ხუთ მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა.

ამ დროისთვის იმერეთის კოვიდცენტრებში 320, ხოლო კოვიდსასტუმროებში 80 ინფიცირებული იმყოფება.