იმერეთისა და სამეგრელოს სამედიცინო დაწესებულებების 100-მდე პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

10:16, 23.04.2020

ქუთაისის ლაბორატორიამ იმერეთისა და სამეგრელოს სამედიცინო დაწესებულებებიდან 100-მდე ანალიზი გამოიკვლია და ყველა უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

შესაბამისად, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

ამასთან, გიორგიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის იმერეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში 325 ადამიანია მოთავსებული.

მსგავსი