იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში არსებულ სახელმწიფო დაწესებულებებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის, 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე. ათასობით ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა.

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო შენობებზე საქართველოს დროშები მთელ ქვეყანაში და საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დაუშვეს.