იმერეთის საკარანტინო სივრცეს დღეს 85 მოქალაქე დატოვებს
იმერეთის საკარანტინო სივრცეს დღეს 85 მოქალაქე დატოვებს

იმერეთის ოთხ საკარანტონი ზონაში ამ დროისთვის 383 მოქალაქე არის მოთავსებული. აქედან საჩხერეში 62 მოქალაქე, საირმეში 208, წყალტუბოში კი – 93.

ამასთან, წყალტუბოში ყოფილ სამხედრო სანატორიუმს დღეს 85 ადამიანი ტოვებს, მათ შესაბამისი ვადა ამოეწურათ, საკარანტინო სივრცეში 20 მოქალაქე დარჩება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ მიაწოდა.

გიორგიძის ინფორმაციით, იმერეთში თვითიზოლაციაში სულ 300 მოქალაქეა.