იმერეთის რეგიონულ საავადმყოფოში ახალი წლის დღეებში პიროტექნიკით დაშავებული 11 პაციენტი მოათავსეს

18:34, 02.01.2019

პიროტექნიკის არასწორი გამოყენებით დაზარალებული 11 პაციენტი მოათავსეს იმერეთის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში 31 დეკემბრიდან დღემდე.

ექვს მათგანს აღენიშნებოდა ხელის მტევნის მძიმე ტრავმა, როგორიცაა თითების სრული ან ნაწილობრივი ტრავმული ამპუტაცია, მტევნის დამწვრობა, კუნთების მყესების დაზიანება და სხვა.

რეფერალური კლინიკის დირექტორის, ირაკლი გოგინავას ინფორმაციით, ყველა პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი ოპერაცია. ამჟამად კლინიკაში მკურნალობას ოთხი პაციენტი აგრძელებს. მათი ჯანრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მსგავსი