იმერეთის რეგიონში უკვე მე-18 დღეა, კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი არ დაფიქსირებულა

10:16, 19.05.2020

იმერეთის რეგიონში უკვე 18 დღეა, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ფაქტი არ დაფიქსირებულა.

როგორც საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ  განუცხადა, ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 119 პაციენტის ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა უარყოფითია.

ანალიზებს შორის იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების ბიოლოგიური ნიმუშები იყო.

იმერეთის რეგიონში, საკარანტინო სივრცეებში ამ დროისთვის 197 მოქალაქე იმყოფება.

მსგავსი