იმერეთის რეგიონში უხვი ნალექის გამო, საგანგებო სიტუაციების სამსახურში 290 შეტყობინება შევიდა, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებებიდან
იმერეთის რეგიონში უხვი ნალექის გამო, საგანგებო სიტუაციების სამსახურში 290 შეტყობინება შევიდა, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებებიდან

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უხვი ნალექის გამო, იმერეთის რეგიონში მათთან 290 შეტყობინება შევიდა. სხვა ნაგებობებთან ერთად, წყალი შევიდა სამ სამედიცინო დაწესებულებაშიც.

„28 სექტემბერს, იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მთელი დღის განმავლობაში განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავეს.

ამ დროისთვის დაფიქსირებულია 290-მდე შეტყობინება. გამოძახებების უმრავლესობა ქუჩების, შენობების პირველი სართულების და სარდაფების დატბორვას ეხებოდა. ასევე, წყალი შევიდა სამ სამედიცინო დაწესებულებაში – ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო „ჯეო ჰოსპიტალი“, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრი და დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი. ამოტუმბვის სამუშაოები უმოკლეს დროში განხორციელდა და საავადმყოფოს ფუნქციონირებას ხელი არ შეშლია“, – აცხადებენ უწყებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა წყლის ნაკადი, რამაც გზების დატბორვა გამოიწვია. მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში აწარმოებდნენ. ყველა შემთხვევაზე მოხდა დროული რეაგირება.

„შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის რეგიონში მდგომარეობა გაუმჯობესებულია. იმერეთში აღარ წვიმს. მოძრაობა გზის მონაკვეთებზე სრულად აღდგენილია“, – აცხადებენ უწყებაში.

28 სექტემბერს, იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მთელი დღის განმავლობაში განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავეს.ამ დროისთვის დაფიქსირებულია 290-მდე შეტყობინება. გამოძახებების უმრავლესობა ქუჩების, შენობების პირველი სართულების და სარდაფების დატბორვას ეხებოდა. ასევე, წყალი შევიდა 3 სამედიცინო დაწესებულებაში – ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფო ,,ჯეო ჰოსპიტალი", წმინდა ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრი და დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი. ამოტუმბვის სამუშაოები უმოკლეს დროში განხორციელდა და საავადმყოფოს ფუნქციონირებას ხელი არ შეშლია.ქუთაისში რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა წყლის ნაკადი, რამაც გზების დატბორვა გამოიწვია. მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში აწარმოებდნენ. ყველა შემთხვევაზე მოხდა დროული რეაგირება.შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის რეგიონში მდგომარეობა გაუმჯობესებულია. იმერეთში აღარ წვიმს. მოძრაობა გზის მონაკვეთებზე სრულად აღდგენილია.

Posted by საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service on შაბათი, 28 სექტემბერი, 2019