იმერეთის რეგიონში კორონავირუსი 18 სკოლაშია დაფიქსირებული
იმერეთის რეგიონში კორონავირუსი 18 სკოლაშია დაფიქსირებული

იმერეთში კორონავირუსზე 1 459 ბიოლოგოური ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან „კოვიდ-19“ 104 პირს დაუდასტურდა.

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების უმეტესი ნაწილი აქამდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია.

„რეგიონში სიტუაცია საყურადღებოა, მაგრამ არა – საგანგაშო“, – განაცხადა შალამბერიძემ.

მისივე ინფორმაციით, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევა 18 სკოლაშია დაფიქსირებული.

დატოვე კომენტარი