იმერეთის რეგიონში კიდევ ერთი საკარანტინო სივრცე დაიხურა
იმერეთის რეგიონში კიდევ ერთი საკარანტინო სივრცე დაიხურა

წყალტუბოში, სასტუმრო „პლაზას“ შემდეგ, კარანტინისთვის განკუთვნილი სივრცე დაიხურა სასტუმრო „პრომეთეშიც“. დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის რეგიონში კარანტინში მხოლოდ რვა პირი რჩება.

იმერეთის რეგიონში ორი საკარანტინო სივრცე რჩება – საირმის სასტუმრო და სასტუმრო „სპა ლეგენდსი“ წყალტუბოში.

დატოვე კომენტარი