იმერეთის რეგიონში ბოლო 24 საათში თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტი არ დაფიქსირებულა
იმერეთის რეგიონში ბოლო 24 საათში თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტი არ დაფიქსირებულა

იმერეთის რეგიონში გასული 24 საათის განმავლობაში თვითიზოლაციის დარღვევის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის, თვითიზოლაციაში 500-ზე მეტი პირია და მათზე ხორციელდება მეთვალყურეობა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით, საჩხერეში კარანტინში 52 მოქალაქეა, აქედან 30 მარნეულის მკვიდრია.

„საირმის კარანტინი ინკუბაციური პერიოდის გასვლის გამო დატოვა 30-მა ადამიანმა და ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება 186 მოქალაქე. „წყალტუბო პლაზაში“კი ამ დროისთვის არის 92 მოქალაქე, წყალტუბოს ყოფილ სამხედრო სანატორიუმში კი 75 ადამიანია მოთავსებული“,- განაცხადა გოჩა გიორგაძემ.