იმერეთის რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა
იმერეთის რეგიონში გასული 24 საათის მანძილზე კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ქუთაისის ლაბორატორიაში 103 ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია.
გამოკვლეულ ნიმუშებს შორის არის სოფელ ღვანკითიდან გადაგზავნილი 12 პირის ანალიზი. „კოვიდ 19“ არც მათ დაუდასტურდათ.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 456 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 139 გამოჯანმრთელდა.