იმერეთის რეგიონში არსებულ კოვიდცენტრებში საწოლების რაოდენობა გაიზრდება
იმერეთის რეგიონში არსებულ კოვიდცენტრებში საწოლების რაოდენობა გაიზრდება

იმერეთის რეგიონში არსებულ კოვიდცენტრებში საწოლების რაოდენობა 55-ით გაიზრდება. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.

შალამბერიძის ინფორმაციით, კოვიდინფიცირების შემთხვევების ზრდა ანტიგენით გატესტვას უკავშირდება.

გასული 24 საათის განმავლობაში იმერეთის რეგიონში „კოვიდ-19“-ის 980 ახალი შემთხვევიდან 400 მდე შემთხვევა სწორედ ანტიგენით ტესტის შედეგად დაფიქსირდა.