იმერეთის რეგიონში აღებული 115 ანალიზის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია
იმერეთის რეგიონში აღებული 115 ანალიზის პასუხები კორონავირუსზე უარყოფითია

იმერეთის რეგიონში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით, ქუთაისის ლაბორატორიაში იმერეთის რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებებიდან 115 ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია.

ჩატარებულ კვლევებს შორის 27 მედპერსონალის ანალიზი იყო.

ამ დროისთვის, იმერეთის რეგიონის საკარანტინო სივრცეებში 327 მოქალაქე იმყოფება.