იმერეთის რეგიონისა და ონის მუნიციპალიტეტში სამედიცინო დაწესებულებებიდან 45 ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია

22:43, 24.04.2020

ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა დღის მანძილზე იმერეთის რეგიონისა და ონის მუნიციპალიტეტში არსებული სამედიცინო დაწესებულებებიდან 45 ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი არის უარყოფითი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, იმერეთის რეგიონის საკარანტინო სივრცეებიდან დღეს რვა პირი გავიდა და ამ დროისთვის კარანტინში 448 მოქალაქე იმყოფება.

მსგავსი