იმერეთში პოლიციამ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა, რეალიზაციისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

10:54, 22.12.2025

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა, რეალიზაციისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული ჯ.დ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათ შორის განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით დგინდება, რომ  ჯ.დ. ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონის“ რეალიზაციას ახდენდა.

„პოლიციამ ჯ.დ.-ს მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო, ასევე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია საბრძოლო ვაზნები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

მსგავსი