იმერეთის ოთხ საკარანტონო ზონაში 425 მოქალაქე იმყოფება
იმერეთის ოთხ საკარანტონო ზონაში 425 მოქალაქე იმყოფება

იმერეთის ოთხ საკარანტონო ზონაში ამ დროისთვის 425 მოქალაქე არის მოთავსებული, მათ შორის – საჩხერეში 42, საირმეში – 188, წყალტუბოს ყოფილ სამხედრო სანატორუმში – 110 და წყალტუბოში – 85.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, კარანტინში მყოფთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შემოწმება უტარდებათ.

ამასთან, საირმის საკარანტინო ზონიდან ორი ადამიანი მაღალი ტემპერატურით საავადმყოფოში გადაყვანეს.

მოქალაქეები კარანტინში სხვადასხვა ლოკაციიდან შევიდნენ, მათ შორის არიან თვითიზოლაციის დამრღვევი პირებიც.

გოჩა გიორგიძის განცხადებით, ამ დროისთვის იმერეთის სამმართველოს მიერ 96 სინჯი არის შემოწმებული და ყველა უარყოფითია.