იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე კორონავირუსით დაინფიცირდა.

პრესსამსახურის ცნობით, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ ტესტის პასუხი გუშინ შეიტყო. ზვიად შალამბერიძე თვითიზოლაციაშია და მკურნალობას სახლის პირობებში აგრძელებს.

იმერეთში კორონავირუსით გასული 24 საათის განმავლობაში 673 ადამიანი დაინფიცირდა.

დატოვე კომენტარი