იმამურა აკირა - იაპონიამ გუშინ გამოაცხადა ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, განვიხილავთ დამატებით ღონისძიებებს სხვა ქვეყნებთან მჭიდრო კომუნიკაციით
იმამურა აკირა - იაპონიამ გუშინ გამოაცხადა ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, განვიხილავთ დამატებით ღონისძიებებს სხვა ქვეყნებთან მჭიდრო კომუნიკაციით

განვიხილავთ დამატებით ღონისძიებებს რუსეთის მიმართ, გამოვხატავთ სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოში იაპონიის ელჩმა, იმამურა აკირამ უკრაინის საელჩოში განაცხადა, სადაც უკრაინის ელჩის მიწვევით იმყოფებოდა.

„იაპონიამ გუშინ გამოაცხადა ეკონომიკური სანქციები და სხვა ღონიძიებები რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ ასევე განვიხილავთ დამატებით ღონისძიებებს მჭიდრო კომუნიკაციით სხვა ქვეყნებთან ერთად, მათ შორის დიდი შვიდეულის ფორმატში. ეს იყო ჩვენი გზავნილი ტოკიოდან. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ“, – განაცხადა ელჩმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.