ილონა თოდუა - უზენაესი სასამართლო ჩემი სახით შეიძენს მოტივირებულ, მიზანდასახულ და კვალიფიციურ კადრს
ილონა თოდუა - უზენაესი სასამართლო ჩემი სახით შეიძენს მოტივირებულ, მიზანდასახულ და კვალიფიციურ კადრს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლესთან, ილონა თოდუასთან მიმდინარეობს გასაუბრება.

გასაუბრების დაწყებამდე, სხდომის თავმჯდომარემ, საბჭოს წევრებს, კანდიდატის მოკლე ბიოგრაფია გააცნო და ილონა თოდუას მოტივაციით დაინტერესდა.

„ჩემი მუშაობის 12-მა წელმა ცხადყო, რომ კარგად შემიძლია საქმეთა დიდი ნაკადის მართვა, ვარ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი. ვფიქრობ, რომ უზენაესი სასამართლო ჩემი სახით შეიძენს მოტივირებულ, მიზანდასახულ და კვალიფიციურ კადრს, რომელიც არც გონებრივ, არც მორალურ თუ ფიზიკურ შესაძლებლობას არ დაიშურებს, რათა თავისი წვლილი შეიტანოს მართლმსაჯულების განხორციელებაში“, –  განაცხადა ილონა თოდუამ.

დატოვე კომენტარი