ილონა თოდუა - მიხეილ ჩინჩალაძე ძალიან კარგი მენეჯერი და თავმჯდომარეა
ილონა თოდუა - მიხეილ ჩინჩალაძე ძალიან კარგი მენეჯერი და თავმჯდომარეა

„მიხეილ ჩინჩალაძეზე თუ მეკითხებით, როგორც მენეჯერზე, მოკლედ გპასუხობთ, ის არის ძალიან კარგი მენეჯერი, – ასე უპასუხა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ილონა თოდუამ, საბჭოს არამოსამართლე წევრის კითხვას, რომელიც მიხეილ ჩინჩალაძის, როგორც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დახასიათებას ეხებოდა.

„ყველაფერი შეიძლება არ იყოს იდეალური, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სასამართლოში რაც მენეჯერული თვალსაზრისით არის საჭირო, ამ მხრივ პრობლემა არ არის. შეიძლება ვთქვა, რომ არის იდეალურთან მიახლოებული. რადგან ყველაფერი შეფასებითია, გპასუხობთ კიდევ ერთხელ, ძალიან კარგი მენეჯერია, კარგი თავმჯდომარეა“, – განაცხადა ილონა თოდუამ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლესთან, ილონა თოდუასთან მიმდინარეობს გასაუბრება.