ილონა თოდუა - ჩემს კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე არ განვიხილავ
ილონა თოდუა - ჩემს კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე არ განვიხილავ

პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემს კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე არ განვიხილავ, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ილონა თოდუამ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების დროს განაცხადა. შესაბამისი კითხვა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა დაუსვა. ამასთან ჯანეზაშვილი დაინტერესდა თუ აქვს მოლოდინი კანდიდატს, რომ უზენაეს სასამართლოში მოხვდება.

„რომ არ მქონოდა უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ მოხვედრის მოლოდინი, განცხადებას არ შემოვიტანდი. მე მაქვს მოლოდინი, რომ საბჭო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, მოლოდინი მაქვს, რომ ვაკმაყოფილებ იმ კრიტერიუმებს, რაც არის. მე ვფიქრობ, რომ ჩემი გამოცდილება მაძლევს საშუალებას, უზენაეს სასამართლოში ჩემი კანდიდატურა მოიაზრებოდეს“, – განმარტა ილონა თოდუამ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლესთან, ილონა თოდუასთან მიმდინარეობს გასაუბრება.