ილონ მასკმა „ტვიტერის“ შესყიდვა შეაჩერა
ამერიკელმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ შესყიდვა შეაჩერა. ბიზნესმენის თქმით, 44 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების გარიგება შეჩერებულია, ვიდრე იგი არ მიიღებს ინფორმაციას ამ სოციალურ ქსელში არსებული ყალბი ანგარიშების რაოდენობის თაობაზე.
გარიგების დროებით შეჩერების შესახებ ინფორმაციის გაჟღერებისთანავე კომპანიის აქციები 25%-ით დაეცა, მაგრამ მოგვიანებით ვარდნის ნაწილი კვლავ აღდგა, როდესაც მასკმა „ტვიტერში“ კვლავ დაწერა, რომ გარიგების დასრულებას იგი კვლავ აპირებს.
ილონ მასკის თქმით, იგი ელოდება ინფორმაციას, რომელიც დაადასტურებს გამოთვლებს, რომ სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიშების რაოდენობა ყოველდღიურად აქტიური მომხმარებლების საერთო რაოდენობის არაუმეტეს ხუთ პროცენტს შეადგენს.
Twitter deal temporarily on hold pending details supporting calculation that spam/fake accounts do indeed represent less than 5% of usershttps://t.co/Y2t0QMuuyn
— Elon Musk (@elonmusk) May 13, 2022