ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა ამერიკელი პროფესორის, ჯეფრი საქსის ინტერვიუ, რომელშიც ჯეფრი საქსი საქართველოს შესახებაც საუბრობს
ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა ამერიკელი პროფესორის, ჯეფრი საქსის ინტერვიუ.
ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ჯეფრი საქსის ინტერვიუს გაზიარებისას მასკმა დაწერა: „ძალიან საინტერესო ინტერვიუ“.
როგორც ტაკერ კარლსონი ინტერვიუს აღწერაში აღნიშნავს, ჯეფრი საქსი საუბრობს იმაზე, როგორ არის ჯო ბაიდენი ყველაზე დესტრუქციული პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში და როგორ შეუძლია დონალდ ტრამპს მის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორება. ამასთან, ტაკერ კარლსონი აქვეყნებს იმ საკითხების ჩამონათვალს, რომლეზეც საუბარია ინტერვიუში. ესენია: „რეჟიმის ცვლილება სირიაში; რა არის უფრო დიდი ისრაელი? იყვნენ თუ არა ამერიკელები ჩართული ასადის დამხობაში? ომი ჩინეთთან 2027 წლისთვის; ბიდენის მიერ ტრამპის საბოტაჟის მცდელობა; სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა სამხრეთ კორეაში; ჯეფრი საქსის გაფრთხილება ტრამპს პოტენციური ბირთვული ომის შესახებ; ვიხილავთ თუ არა 11 სექტემბრის შესახებ დოკუმენტების გასაჯაროებას? შეიწყალებს თუ არა ტრამპი სნოუდენს და ასანჟს? ტრამპის კაბინეტში ყველაზე მნიშვნელოვანი დანიშვნები; ბაიდენის მცდელობა, მოკლას პუტინი; შეუძლია თუ არა ტრამპს, მოიტანოს მშვიდობა? არის თუ არა ომი ირანთან გარდაუვალი? რატომ სძულს კორპორაციულ მედიას ჯეფრი საქსი“.
ჯეფრი საქსმა ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში საქართველოს შესახებაც ისაუბრა: „სამხრეთ კავკასიის რეგიონში, საქართველოში ადგილი აქვს რეჟიმის შეცვლის მცირე ტიპურ მანევრს, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში მიმდინარეობს, მაგრამ მიზანი რეგიონის დესტაბილიზაცია იყო, ამაში აშშ-ის ხელი აბსოლუტურად ნათელია“.
ილონ მასკი აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად არის დასახელებული.