ილონ მასკმა პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საქსონია-ანჰალტის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა ულტრამემარჯვენე პარტიას, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ საქსონია-ანჰალტის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
მასკმა პარტიის ლიდერის, ალის ვაიდელის პოსტს უპასუხა, რომელშიც ვაიდელი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კანდიდატს, ულრიხ ზიგმუნდს არჩევნებში მიღწეულ შედეგს ულოცავს.
„ყოჩაღ“, – დაწერა მასკმა („Gut gemacht“).
მასკის კომენტარს ულრიხ ზიგმუნდი გამოეხმაურა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„გერმანია კვლავ გახდება ადგილი, სადაც ინვესტირება ღირს“, – დაწერა ზიგმუნდმა.