ილონ მასკის განცხადებით, სიმართლეა ინფორმაცია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არ აგებენ პასუხს ელექტორატისა და საჯარო მანდატის წინაშე
აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ „იქსის“ საკუთარ გვერდზე გააზიარა ინფორმაცია, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები მოხსენიებულია, როგორც „პარალელური მთავრობა“, რომელიც ხელისუფლების კონტროლის გარეშე მოქმედებს და არავის წინაშე აგებს პასუხს.
ილონ მასკი წერს, რომ სიმართლეა ინფორმაცია, რომლის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციები არ აგებენ პასუხს არც ელექტორატისა და არც საჯარო მანდატის წინაშე.
მასკის მიერ გაზიარებულ პოსტში ასევე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტ ბაიდენის თანამდებობაზე მოსვლისთანავე ეს გეგმა უკვე მუშაობდა – არასამთავრობოებს უკვე მზად ჰქონდათ საჭირო ინფრასტრუქტურა, ლოგისტიკა და დაფინანსების წყაროები.
ილონ მასკმა ასევე გააზიარა კიდევ ერთი პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ დაარსების დღიდან ჯორჯ სოროსის „ღია საზოგადოების ფონდმა“ დემოკრატ არასამთავრობოებსა და პოლიტიკურ კანდიდატებს 32 მილიარდი დოლარი გადასცა.