ილონ მასკი ვლადიმერ პუტინს ერთი-ერთზე ბრძოლაში იწვევს
ილონ მასკი ვლადიმერ პუტინს უკრაინის სანაცვლოდ ბრძოლაში იწვევს.
„ვიწვევ ვლადიმერ პუტინს ერთი-ერთზე ბრძოლაში“, — წერს მასკი ტვიტერზე და „პუტინის“ დასაწერად რუსულ ასოებს იყენებს.
I hereby challenge
Владимир Путин
to single combatStakes are Україна
— Elon Musk (@elonmusk) March 14, 2022
„ფსონები უკრაინაა“, — აგრძელებს მასკი და სიტყვა „უკრაინას“ უკრაინულ ენაზე წერს.
„თანახმა ხართ ამ ბრძოლაზე?“ – რამდენიმე წუთის შემდეგ, მასკმა კიდევ ერთი ტვიტი ამჯერად რუსულ ენაზე დაწერა და კრემლის გვერდი მონიშნა
Вы согласны на этот бой? @KremlinRussia_E
— Elon Musk (@elonmusk) March 14, 2022
რუსეთ-უკრაინის ომში ილონ მასკი აქტიურ როლს ასრულებს, როგორც ტვიტერზე, ისე საკუთარი კომპანიების საშუალებით. სოციალურ მედიაში დასცინის რუსეთის ოფიციალურ პირებს, ამასობაში კი უკრაინას Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტის აღჭურვილობას აწვდის.