ილონ მასკი - როგორ შეუძლია მოსამართლეს, გააუქმოს შედეგები და არ მიიჩნეოდეს დიქტატორად?
ილონ მასკი - როგორ შეუძლია მოსამართლეს, გააუქმოს შედეგები და არ მიიჩნეოდეს დიქტატორად?

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი, რომელიც დონალდ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზეა წარდგენილი, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას გამოეხმაურა.

„როგორ შეუძლია მოსამართლეს, გააუქმოს შედეგები და არ მიიჩნეოდეს დიქტატორად?“ – წერს მასკი თავის კუთვნილ სოციალურ ქსელ X-ში.

დეკემბრის დასაწყისში რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა. სასამართლომ გადაწყვეტილება ორი დღით ადრე მიიღო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე, რომელიც 8 დეკემბერს უნდა გამართულიყო ულტრამემარჯვენე კანდიდატ კალინ ჯორჯესკუსა და ლიბერალური პარტია „რუმინეთის ხსნის კავშირის“ ლიდერ ელენა ლასკონის შორის. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებშიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს.