„ტვიტერისა“ და „ტესლას“ მფლობელი, ამერიკელი მულტიმილიარდერი ილონ მასკი ყურადღებით აკვირდება „იუნაიტედის“ გარშემო შექმნილ ვითარებას, რადგან მანჩესტერული გრანდის შეძენას გეგმავს, – იუწყება Daily Mail-ი.
ევროპულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი მილიარდერების, გლეიზერების ოჯახი „მანჩესტერ იუნაიტედის“ გაყიდვას აპირებს. ილონ მასკის გარდა, ინგლისური კლუბის შეძენა საუდის არაბეთიდან რამდენიმე ინსვესტორსაც სურს.
ილონ მასკის ქონება 178 მილიარდ დოლარად ფასდება, „მანჩესტერ იუნაიტედის“ საორიენტაციო ღირებულება კი 5 მილიარდი ევროა.
პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ იუნატედს“ 46 ქულა აქვს და სატურნირო ცხრლში მესამე პოზიციაზეა.