ილონ მასკი ლა მანშის სრუტისთვის სახელის გადარქმევის წინადადებით გამოდის – ლა მანშის სრუტის ახალი სახელი, ჯორჯ ვაშინგტონის სრუტე

14:17, 26.01.2025

ილონ მასკი ლა მანშის სრუტისთვის სახელის გადარქმევის წინადადებით გამოდის. მისი თქმით, სრუტის ახალი სახელი ჯორჯ ვაშინგტონის სრუტე იქნება.

ლა მანშის სრუტის ახალი სახელი, რომელიც ყოფს ინგლისსა და საფრანგეთს – ჯორჯ ვაშინგტონის სრუტე“, – წერს მასკი სოციალურ ქსელში და ფოტოს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით, ქვეყნის შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა მექსიკის ყურეს სახელი ოფიციალურად შეუცვალა და ამერიკის ყურე დაარქვა.

 

მსგავსი